ევროპის ჩემპიონატი - თეიმურაზ ვანიშვილი ფინალში გავიდა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - თეიმურაზ ვანიშვილი ფინალში გავიდა

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში  თავისუფალ სტილით 23-წლამდელ მოჭდავეთა ევროპის ჩემპიონატი მიმიდინარეობს.

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს სახელით თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (74 კგ), დემურ მეგენეიშვილმა (86 კგ), მირიან მაისურაძემ (92 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანმა (125 კგ) იჭიდავეს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში კი თეიმურაზ ვანიშვილი გავიდა.

61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვანიშვილმა ბრწყინვალეთ იასპარეზა და ფინალამდე ბულგარეთის სახელით მოასპარეზე რუჰან ჰუსნი რასიმი 11:0 დაამრცხა,  მეოთხედფინალში მოლდოველ ლეომიდ კოლესნიკს 10:0 მოუგო, ხოლო ნახევარფინალშ გერმანელ ნიკო მეგერლის 4:0 აჯობა. საჩემპიონო ბრძოლაში ვანიშვილი ხვალ სომეხ რაზმიკ პაპიკიანს შეხვდება. 

სამწუხაროდ თავის ნახევრაფინალური შეხვედრები ვლადიმერ გამყრელიძემ და მირიან მაისურაძემ წააგეს.

74 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში გამყრელიძე რუს ჩერმენ ვალიევთან დამარცხდა. გამყრელიძე ხვალ ბრინჯაოს მედლისთის იბრძოლებს, ხოლო მეტოქის ვიანაობა ცნობილი მოგვიანებით გახდება.

92 კილოში კი თავის შეხვედრა მაისურაძემ თურქ ელჰან იალიჩთან დათმო. ნახევარფინალამდე ქართველმა ფალავანმა უკრაინელი დანილ პიდლიპენიტი 9:1 და გერმანელ სებასტიან შმიდტი 3:0 დაამარცხა.

მედლისთვის ქართველი მოჭიდავეები ხვალ თბილისის დროით 20:00 საათზე იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები