კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "ოთხეულში მოხვედრა უდიდესი მიღწევა იქნება"

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ფიქრობს, რომ „ლივერპულის“ ოთხეულში მოხვედრა ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იქნება. ამასთან დაკავშირებით, გერმანელმა სპეციალისტმა Sky Sports-თან ისაუბრა.

რა თქვა კლოპმა?

„თუ ოთხეულში გავალთ ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა. მე ვიცი ეს როგორ ჟღერს, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა ასეთია. ამას ყველა ხედავს.

თუ თქვენ მიმდინარე სეზონზე წიგნის დაწერას გადაწყვეტთ და გსურთ, რომ ეს წიგნი დეპრესიული იყოს, აუცილებლად ჩვენი განვლილი გზა უნდა გამოიყენოთ.

წელს სამწუხაროდ იმდენი გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა, რომ ამან ჩვენს შედეგებზე იქონია გავლენა. არის საკითხები, რომლებზეც საჯაროდ ვერ ვისაუბრეთ და ასეთი სამწუხაროდ ბევრია.

ყველაფრის მიუხედავად დღეს აქ ვართ და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გასვლის შანსი გვაქვს. დარჩენილი ორი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ."

„ლივერპული“ წელს

მერსისაიდულ გრანდს მიმდინარე სეზონში არაერთი საკადრო პრობლემა ჰქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ვირჯილ ვან დაიკის ტრავმა იყო, რომელმაც კლოპის გეგმები მთლიანად არია. ნიედრლანდელის შემდეგ ტრავმები ჯო გომესმა და ჟოელ მატიპმა მიიღეს, რომლებიც „ლივერპულს“ ვეღარ დაეხმარნენ.

კლოპის გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან „რეალმა“ გამოაგდო. პრემიერ ლიგაში კი ჩემპიონობის შანსი დიდი ხნის წინ დაკარგა.

სატურნირო მდგომარეობა

ამ მომენტისთვის „ლივერპული“ 63 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება და 1 ქულით ჩამორჩება „ჩელსის“. მომდევნო მატჩს მერსისაიდელები 19 მაისს, სტუმრად „ბარნლის“ წინააღმდეგ გამართავენ. უკანასკნელ ტურში კი 23 მაისს „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებენ.

რაც შეეხება „ჩელსის“, „არისტოკრატები“ ჯერ „ლესტერს“ უმასპინძლებენ, ხოლო ბოლო ტურში ბირმინგემში ჩავლენ და „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები