მორიგი მატჩი ლა ლიგაში: ქოჩორაშვილს სათამაშო დრო გაუზარდეს
Aa
Aa

მორიგი მატჩი ლა ლიგაში: ქოჩორაშვილს სათამაშო დრო გაუზარდეს

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 37-ე ტურში ''ხეტაფემ'' საკუთარ მოედანზე ''ლევანტე'' 2:1 დაამარცხა. 71-ე წუთზე თამაშში ''ლევანტეს'' ქართველი ნახევარმცველი, 21 წლის გიორგი ქოჩორაშვილი ჩაერთო. მან ესპანეთის ელიტარულ ჩემპიონატში მეოთხედ ითამაშა და ერთ მატჩში ყველაზე ხანგრძლივი დროით ''ხეტაფესთან'' იასპარეზა. მას სათამაშო დრო გაუზარდეს და შესაძლოა ლა ლიგის სეზონის დასკვნით ტურში ''კადისის'' წინააღმდეგაც მოედანზე ვიხილოთ.

37 ტურის შემდეგ ''ლევანტე'' 40 ქულით მე-14 ადგილზეა და ელიტაში ადგილი გარანტირებული აქვს, გასავარდნ ზონას 7 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, ლა ლიგის შეხვედრების გარდა გიორგი ქოჩორაშვილმა ''ლევანტეს'' პირველ გუნდში ესპანეთის თასზე ორი მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

ლა ლიგის სეზონის დასკვნითი ტურის მატჩი ''ლევანტესა'' და ''კადისს'' შორის 21 მაისს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები