გიჟური ტური ლა ლიგაში - ატლეტიკომ მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა!
Aa
Aa

გიჟური ტური ლა ლიგაში - ატლეტიკომ მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა!

ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში საოცარი მატჩები გაიმართა. ჩემპიონობისთვის ბრძოლა კულმინაციას აღწევს.

მადრიდის „ატლეტიკომ“ ოსასუნას უმასპინძლა და უდიდეს უპირატესობას ფლობდა, თუმცა სტუმართა მხრიდან 76-ე წუთზე თავი ბუდიმირმა გამოიჩნა და „რეალის“ ქომაგებს იმედები ჩაესახათ.

პარალელურად „რეალმა“ ბილბაოს გაუტანა და ცხრილის სათავეში მოექცა. „ბლანკოსის“ მხრიდან თავი ნაჩომ გამოიჩინა.

82-ე წუთზე რენან ლოდიმ „ოსასუნას“ გაუთანაბრა. „როხიბლნაკომ“ ზეწოლა გააძლიერა და 88-ე წუთზე ლუის სუარესმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და ვინ იცის ეს გოლი საჩემპიონოც შეიძლება იყოს.

რაც შეეხება „ბარსელონას“, კატალონიელებმა საკუთარი მატჩი შინ „სელტასთან“ 1:2 დათმეს და ჩემპიონობის ყველანაირი შანსი დაკარგეს.

მაშ ასე - ბოლო ტურის წინ, „ატლეტიკო“ 82 ქულით პირველ პოზიციაზეა, მეორე ადგილს „რეალი“ იკავებს 80 ქულით. ყველაფერი უკანასკნელ ტურში გადაწყდება.

„ატლეტიკო“ „ვალიადოლიდს“ ესტუმრება, ხოლო „რეალი“ „ვილიარეალს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები