დიდი მატჩი რომში - ნადალმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა!
Aa
Aa

დიდი მატჩი რომში - ნადალმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა!

რომის მასტერსის ფინალში დიდი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ. უმძიმეს 3-სეტიანი ბრძოლაში ესპანელმა ჩოგბურთელმა 7:5 1:6 6:3 გაიმარჯვა და ისტორიაში რიგით მე-10 რომის და საერთო ჯამში 36-ე მასტერსი მოიგო. მასტერსების რაოდენობით ნადალი ჯოკოვიჩს გაუთანაბრდა.

შეხვედრა ნოვაკმა აქტიურად დაიწყო და საკუთარი ჩაწოდების შემდეგ ნადალის ჩაწოდება აიღო და წინ გავიდა, თუმცა რაფაელმა უმალ უკუ-ბრეიკი შეასრულა და თამაშში დაბრუნდა. იმ დროს, როდესაც რაფაელი 6:5-ს იგებდა ნოვაკის ჩაწოდება მოიგო და პირველ სეტში გაიმარჯვა.

მეორე სეტი მთლიანად რეიტინგის პირველი ნომრის კარნახით წარიმართა და 2-ბრეიკიანი უპირატესობით ჯამში 6:1 გაიმარჯვა. მესამე სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომოდ თამაშობდნენ, თუმცა ნადალმა მეექვსე გეიმში ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. საბოლოოდ „მატადორმა“ 6:3 დააფიქსირა და 2021 წლის თიხის სეზონზე პირველი ტიტული მოიპოვა.

ცნობისთვის, ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს დღეს 57-ედ შეხვდნენ და რაფაელმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ჯოკოვიჩი 29 მოგებით იწონებს თავს, ნადალი კი 28-ით. ამ მომენტისთვის ATP რეიტინგში ჯოკოვიჩი პირველ პოზიციაზე 11063 ქულით არის, ხოლო ნადალი მესამე პოზიციაზეა 9630  ქულით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები