დორტმუნდის პრეზიდენტი:
Aa
Aa

დორტმუნდის პრეზიდენტი: "მომავალ სეზონში ჰალანდი ჩვენთან ითამაშებს"

ერლინგ ჰოლანდის გარშემო უამრავი კლუბის სახელი გვესმის. ნორვეგიელ თავდამსხმელს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ. ამ ყველაფრის ფონზე, „დორტმუნდის“ პრეზიდენტი მიხაელ ცორკი საპირისპიროს ამბობს.

რა თქვა ცორკმა?

„მე ჩემს თავს „დორტმუნდის“ მეგობარ თუთიყუშად ვგრძნობ. ერთი და იგივე რამ ყველგან ვთქვი. ერლინგი შემდეგ სეზონში ჩვენთან იქნება! შემიძლია ეს კიდევ ხუთჯერ ვთქვა თუ ეს თქვენ გინდათ, მაგრამ ვფიქრობ არავის აინტერესებს რას ვამბობ.“

ვინ ინტერესდება ჰოლანდით?

როგორც უკვე მოგახსენეთ, ახალგაზრდა ტალანტს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ, თუმცა ყველაზე დიდ ინტერესს მის მიმართ „ბარსელონა“ და „ჩელსი“ იჩენენ. გავრცელებული ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩს სურს, რომ „ჩელსი“ საფეხბურთო მწვერვალზე კვლავ აიყვანოს და ამაში მას ჰოლანდის ტრანსფერი ძალიან დაეხმარება.

ჰოლანდი „დორტმუნდში“

2019 წლიდან დღემდე 20 წლის თავდამსხმელმა გერმანული გუნდის მაისური ჯამში 57-ჯერ მოირგო, 55 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პირველი ტიტული „დორტმუნდში“

რამდენიმე დღის წინ ნორვეგიელმა შემტევმა თავის კლუბთან ერთად პირველი ტიტული მოიპოვა. „დორტმუნდმა“ გერმანიის თასის ფინალში „ლაიპციგი“ დაამარცხა. ხსენებულ დაპირისპირებაში ჰოლანდმა დუბლი შეასრულა, „ბორუსიამ“ კი ჯამში 4:1 იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები