ამბულასი ქეცბაიაზე: ''მას ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ და ხელს მოაწერს''
Aa
Aa

ამბულასი ქეცბაიაზე: ''მას ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ და ხელს მოაწერს''

''ანორთოსისის'' პრეზიდენტმა ეუგენიოს ამბულასმა კლუბის მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ქართველ სპეციალისტს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, რომელსაც ხელს მოაწერს.

ამბულასმა მედიასთან საუბარში განაცხადა: ''ზოგიერთმა დასვა კითხვა რამდენად ძლიერი იყო ჩემი და თემურის ურთიერთობა და რამდენად თანხვედრაში იყო ჩვენი აზრები ერთმანეთთან. მოდით მოვიცადოთ და ყველაფერს მალე გაიგებთ''.

ამბულასმა ქეცბაიასთან ახალი კონტრაქტი დააანონსა: ''მას ახალ კონტრაქტს შევთავაზევთ და ის ხელს მოაწერს''.

შეგახსენებთ, ქეცბაია ''ანორთოსისის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2019 წლის ზაფხულში დაბრუნდა. 2020-21 წლების სეზონში ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კლუბმა 14-წლიანი პაუზის შემდეგ კვიპროსის თასი მოიგო. ასევე, 2008 წლის შემდეგ ''ანორთოსისმა'' ტიტული პირველად მოიპოვა.

კვიპროსის თასის ფინალში ''ანორთოსისი'' ''ოლიმპიაკოსს'' დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა. 110-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას გატანილი გოლით ''ანორთოსისმა'' გამარჯვება მოიპოვა და სეზონი ტიტულით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები