ქვილითაია: ''ახლა ზეიმის დროა, ქომაგებმა გამარჯვება დაიმსახურეს''
Aa
Aa

ქვილითაია: ''ახლა ზეიმის დროა, ქომაგებმა გამარჯვება დაიმსახურეს''

კვიპროსის თასის ფინალში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ''ანორთოსისი'' ''ოლიმპიაკოსს'' დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა. 110-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას გატანილი გოლით ''ანორთოსისმა'' გამარჯვება მოიპოვა და სეზონი ტიტულით დაასრულა.

მატჩის შემდეგ გიორგი ქვილითაიამ მედიასთან ისაუბრა. 

''ქომაგებმა ეს გამარჯვება დაიმსახურეს. რაც მათ გუშინ გააკეთეს და როგორი მოლოდინიც ამ მატჩისადმი ჰქონდათ, ამ მოგებას იმსახურებდნენ. მათთვის მადლიერების ნიშნად მაქსიმუმი გავიღეთ და დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ჩემთვის გასული რამდენიმე კვირა რთული გამოვიდა, რადგან კარგ თამაშს ვერ ვაჩვენებდი.

არ მაღელვებს ვინ გახდება მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვებაა.

ჟურნალისტის კითხვაზე დარჩება თუ არა ''ანორთოსისში'', ქვილითაიამ ასე უპასუხა:''ახლა ზეიმის დროა, ჩემს მომავალზე შემდეგ ვიფიქრებ''.

შეგახსენებთ, ქვილითაია ბელგიური ''გენტის'' საკუთრებაა და ''ანორთოსისში'' იჯარით ერთი სეზონი გაატარა. მან კვიპროსული გუნდის რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 16 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები