Aa
Aa

"რეალი ჩემში 4 მილიონს იხდიდა, დინამომ არ გამიშვა" - ბლოხინი ჩაშლილ ტრანსფერზე

კიევის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა მადრიდის „რეალში“ ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა. ბლოხინის თქმით, „რეალმა“ მის სანაცვლოდ კიევის „დინამოს“ 4 მილიონი დოლარი შესთავაზა.

„1973 წელს, იმ დროს, როდესაც „დინამოში“ ვთამაშობდი „რეალმა“ 4 მილიონი დოლარი შემომთავაზა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში მადრიდელებს ვუმასპინძლეთ და 0:3 დავმარცხდით. სამწუხაროდ კლუბმა მითხრა, რომ ეს საკითხი არ განიხილებოდა.

ასევე ჭორები დადიოდა, რომ ჩემი ყიდვა „ნიუ-იორკ კოსმოსსაც“ უნდოდა. არ ვიცი ეს სიმართლე იყო თუ არა. კოლოსკოვი და „რეალის“ წარმომადგენელი ისხდნენ და საუბრობდნენ. მე მითხრეს, რომ ეს საკითხი არ განიხილებოდა!

ოთახიდან უნდა გამოვქცეულიყავი და მადრიდში დავრჩენილიყავი. სხვა ვარიანტი არ იყო. მაგრამ სამწუხაროდ არც მიფიქრია მაგაზე. ვფიქრობდი მშობლებზე. წარმოიდგინეთ მე რომ მადრიდში დავრჩენილიყავი რა მოხდებოდა ჩვენს თავს? სიკვდილით დაგვსჯივდნენ!"

ბლოხინმა კიევური კლუბი 1988 წელს დატოვა და სათამაშოდ ავსტრიაში წავიდა. ოლეგმა „ვორვარტს სტეირის“ ფორმა მოირგო. კარიერის უკანასკნელი წელი კი „ლიმასოლში“ გაატარა.

ასევე გეტყვით, რომ ოლეგმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერას მიჰყო ხელი. ბლოხინის უკანასკნელი გუნდი კიევის „დინამო“ იყო, რომელიც 2014 წელს დატოვა. მას შემდეგ ლეგენდარული ურაინელი უმუშევარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები