თუ მბაპე არ დარჩა პსჟ სალაჰის შეძენას შეეცდება
Aa
Aa

თუ მბაპე არ დარჩა პსჟ სალაჰის შეძენას შეეცდება

პსჟ-მ ნეიმარის პრობლემა მოაგვარა და ბრაზილიელს კონტრაქტი 2024 წლამე გაუგრძელა. ამჯერად მბაპეს ჯერია, თუმცა ფრანგის შემთხვევაში ჯერჯერობით მხოლოდ კომენტარები კეთდება და კლუბი იმედოვნებს, რომ კილიანს პარიზელთა სამომავლო პროექტი დააინტერესებს.

ESPN-ის ცნობით, თუ პსჟ მბაპეს დაყოლიებას ვერ შეძლებს, კლუბი მის ნაცვლად მუჰამედ სალაჰის შეძენას შეეცდება.

წყაროს ცნობით, პარიზელთა სპორტულ დირექტორს ლეონარდოს მბაპეს სავარაუდო შემცვლელთა სია აქვს, რომლის სათავეში სწორედ სალაჰის სახელი წერია.

ტრანსფერმარკეტის მიხედვით სალაჰის ფასი 110 მილიონი ევროა, თუმცა ESPN-ი წერს, რომ „მერსისაიდელები“ ეგვიპტელს 80 მილიონზე ნაკლებად არ დათმობენ.

რეალი მბაპეს გადასაბირებლად ემზადება

ესპანური პრესა წერს, რომ ფლორენტინო პერესი ფინანსების მობილიზებას ახერხებს და ზაფხულში მბაპეს გასაფორმებლად ემზადება. პსჟ-ს ნეიმარისგან განსხვავებით, კილიანისთვის გაცილებით დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს.

22 წლის ფრანგი შემტევის ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს გასდის და თუ პსჟ-მ მისი დარწმუნება ვერ შეძლო, ნასერ ალ ხელაიფის მბაპეს გაყიდვა 2021 წლის ზაფხულში მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები