ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "კლუბს იმ მიზეზით არ ვტოვებ, რომ ეს ადვილია"

ლა ლიგის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. საჩემპიონო ბრძოლა კულმინაციას აღწევს. მიმდინარე უქმეებზე „რეალი“ ბასკეთში „ბილბაოს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა ზიდანმა?

„ჩემი ფეხბურთელებით ამაყი ვარ. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში გამოვიარეთ მაინც ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ შესაძლოა სეზონის ბოლოს რაიმე ტიტული მოვიგოთ. ფეხბურთელები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

ბასკებთან მატჩში ვეცდებით, რომ მძლავრად დავიწყოთ და ბოლო წუთამდე ასე ვითამაშოთ. „გრანადასთან“ მატჩი ამის ნათელი მაგალითია.  ჩვენ მხოლოდ იმაზე უნდა ვინერვიულოთ, რისი კონტროლიც შეგვიძლია. ასეთი რამ კი ხვალინდელი მატჩია. ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებით, რომელიც გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

გასახდელში ყოველთვის სრული პატივისცემა სუფევს. ფეხბურთელი ვიყავი და კარგად ვიცი, როგორ ვეურთიერთო ჩემს მოთამაშეებს. აუცილებელია, რომ მათ კომფორტული სამუშაო გარემო ჰქონდეთ. „რეალის“ ფეხბურთელებს შორის უდიდესი ქიმიაა, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია."

ზიდანმა საკუთარ მომავალზეც ისაუბრა

"როდესაც ჩემი წასვლის დრო დადგება ხალხი იფიქრებს, რომ მე გარკვეულ პასუხისმგებლობებს ავარიდე თავი ან სიტუაცია ვერ გავაკონტროლე და რაღაცები გამიმკაცრდა. მე ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ, მაგრამ ხანდახან დგება დრო, როდესაც ცვლილებაა საჭირო. ეს მარტო მე არ მეხება. ცვლილება ყველას სჭირდება. ფეხბურთელებს, სხვა მწვრთნელებს და თვითონ კლუბს. მე კლუბს იმ მიზეზით არ ვტოვებ, რომ ეს ადვილია. დავტოვებ მხოლოდ იმიტომ, რომ ამის დრო იქნება მოსული.“

ბრძოლა ლა ლიგისთვის

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. პირველ ადგილზე მადრიდის „ატლეტიკოა“ 80 ქულით. მეორე პოზიციას „რეალი“ იკავებს 78 ქულით, ხოლო მესამეზე 76 ქულით „ბარსელონაა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები