მიქაუტაძე: ''ზლატანი შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობდა, იმიჯს არ ღალატობდა''
Aa
Aa

მიქაუტაძე: ''ზლატანი შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობდა, იმიჯს არ ღალატობდა''

ფრანგული ''მეცის'' ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ბელგიურ rtbf-ს ესაუბრა. 20 წლის ფეხბურთელმა არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტზე, როცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ იასპარეზა.

''ჩემი ოჯახი მოხარულია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ვითამაშე. ჩემი დებიუტი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთის წინააღმდეგ შედგა! ესპანეთთან მატჩი ტრავმის გამო გამოვტოვე, თუმცა ვნახე ალკანტარა და სერხიო რამოსი, რომლებიც მანამდე მხოლოდ ტელევიზორში მენახა.

ზლატანი ფენომენალურია, მთელი მატჩის განმავლობაში სხვებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა და მსაჯს ეკამათებოდა, ის თავის იმიჯს არ ღალატოვდა. მინდორზე მის წინააღმდეგ თამაშისას პატივისცემას არ ვავლენდით, შეხვედრის შემდეგ კი მისთვის მაისურის გაცვლა არ მიცდია. ნაკრებში პირველი თამაშის მაისური ჩემთვის დავიტოვე და ის ახლა ლიონშია ჩემს მშობლებთან''.

მიქაუტაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი შვედეთთან ჩაატარა, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც სანიოლის გუნდს ესპანეთთან და საბერძნეთთან მატჩებში ვერ დაეხმარა.

2020-21 წლების სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, მიქაუტაძემ ''სერენის'' რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. ზაფხულში მოთამაშე ლიგა 1-ის ''მეცში'' ბრუნდება. ასე რომ, შემდეგ სეზონში გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები