ზიდანი მიდის? ზიზუმ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო
Aa
Aa

ზიდანი მიდის? ზიზუმ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო

მადრიდის „რეალს“ 2020-21 წლების სეზონი საკმაოდ მძიმე, მაგრამ საინტერესო გამოუვიდა. „სამეფო კლუბში“ მალე ახალი ეტაპი დაიწყება და როგორც ჩანს კლუბს ამის გაკეთება ზინედინ ზიდანის გარეშე მოუწევს.

Mirror-ის ცნობით, „ზიზუ“ „რეალს“ სეზონის ბოლოს დატოვებს და ეს ლა ლიგის მოგებაზე, ან ვერ მოგებაზე დამოკიდებული არ არის.

TeleMadrid-ი კი წერს, რომ ზიდანმა ეს გადაწყვეტილება ფიზიკური და მორალური დაღლილობის გამო მიიღო. მას წასვლა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი.

რატომ მიდის ზიზუ? კიდევ ერთი მიზეზი

ზიდანს კონტრაქტი 2022 წელს უსრულდება და მადრიდში იმედოვნებნდნენ, რომ ფრანგი მინიმუმ მის ამოწურვამდე გუნდში დარჩებოდა, თუმცა როცა ფლორენტინო პერესმა „ზიზუ“ კლუბში დაბრუნებაზე დაიყოლია, მათი შეთანხმება ახალი გუნდის შენებას და ტრანსფერებს ითვალისწინებდა, რომლებიც მადრიდელებმა ვერ განახორციელეს.

„სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქცია, პანდემია - ამ ყველაფერმა პერესს ტრანსფერებისთვის საჭირო თანხების მოძიებაში ხელი შეუშალა. როგორც ცნობილია საუბარი იყო კილიან მბაპეს, სადიო მანეს, ნგოლო კანტესა და ედუარდო კამავინგას ტრანსფერებზე. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს კლუბი ვერ შეიძენდა, თუმცა ამ შთამბეჭდავი სიიდან „ლოს ბლანკოსმა“ ვერცერთი გაიფორმა.

ესპანური პრესა ზიდანის წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ამ ფაქტსაც ასახელებს.

როგორც ცნობილია, „ზიზუს“ საფრანგეთის ნაკრებში და ტურინის „იუვენტუსში“ ეპატიჟებიან. პერესი კი ახალ მთავარ მწვრთნელად რაულ გონსალესს განიხილავს. რა მოხდება საბოლოოდ, ამას დაახლოებით 1 თვეში გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები