მენდეში:
Aa
Aa

მენდეში: "რონალდუ სპორტინგში არ დაბრუნდება"

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით არაერთი ამბავი ვრცელდება. მაგალითად, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დედამ განაცხადა, რომ აქტიურად ეცდება თავისი შვილის დარწმუნებას, რომ „სპორტინგში“ დაბრუნდეს.

საუბარი იმაზეც მიდის, რომ თუ იუვე ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა რონალდუ გუნდიდან წავა. ამასთან დაკავშირებით კრისტიან ვიერიმაც ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ყოფილი თავდამსხმელი ამბობს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ტურინულ გრანდს რონალდუ და კიდევ სხვა ბევრი ფეხბურთელი დატოვებს.

„სპორტინგთან“ დაკავშირებულ სიახლეებს კრიშტიანუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა წერტილი დაუსვა. მისი სიტყვები ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

რა თქვა მენდეშმა?

„კრიშტიანუ რონალდუ „სპორტინგში“ დაბრუნებას არ აპირებს. ის ამაყობს იმ ტიტულებით, რომლებიც მოიგო. მისი კარიერის მომავალი პორტუგალიას არ უკავშირდება.“

„იუვენტუსი“ და ჩემპიონთა ლიგა

სერია ა-ში "ინტერი" უკვე ჩემპიონია. ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა კი კულმინაციას აღწევს. 75-75 ქულით 2-3 ადგილს „ატალანტა“ და „მილანი“ იკავებენ. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ბერგამოელები მეორე პოზიციაზე არიან. მეოთხე ადგილზე „ნაპოლი“ მოგვევლინა 73 ქულით და „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში არ არის. „ბებერი ქალბატონი“ 72 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები