კრისტიან ვიერი:
Aa
Aa

კრისტიან ვიერი: "რონალდუ წავა და სხვებიც გაყვებიან"

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი თავდამსხმელი კრისტიან ვიერი მიიჩნევს, რომ თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა კრიშტიანუ რონალდუ და სხვა გუნდის წევრები იუვეს დატოვებენ.

„ბებერი ქალბატონი“ სერიოზულ საფრთხეშია. ამჟამად „იუვენტუსი“ სერია ა-ში მეხუთე ადგილზეა და არსებობს საფრთხე, რომ „ბიანკონერი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ვიერიმ ტურინელები გააფრთხილა.

რა თქვა ვიერიმ?

„ჩემი აზრით „ინტერი“ ტურინში გაიმარჯვებს და „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. საბოლოოდ, თუ პირლოს გუნდი ლიგაზე ვერ გავა იუვეს რონალდუ და ბევრი სხვა ფეხბურთელი დატოვებს. მათ უდიდესი ფინანსური კრიზისი ელოდებათ. ეს დრამატული დასასრული იქნება.“

სატურნირო მდგომარეობა

 „ინტერი“ უკვე ჩემპიონია. 75-75 ქულით 2-3 ადგილს „ატალანტა“ და „მილანი“ იკავებენ. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ბერგამოელები მეორე პოზიციაზე არიან. მეოთხე ადგილზე „ნაპოლი“ მოგვევლინა 73 ქულით და „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში არ არის. „ბებერი ქალბატონი“ 72 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

ცნობისთვის, „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ დაპირისპირება 15 მაისს, თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

რონალდუს დედას შვილის "სპორტინგში" დაბრუნება უნდა

"დაველაპარაკები და აუცილებლად ვეცდები "სპორტინგში" დაბრუნებაში დავარწმუნო. იქ ის ძალიან უყვართ და პატივს სცემენ." - თქვა დოლორესმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები