პირლო:
Aa
Aa

პირლო: "ინტერმა ყველაფერი ჩვენზე კარგად გააკეთა"

სერია ა-ს მორიგ ტურში ტურინის „იუვენტუსი“ მიმდინარე სეზონის ჩემპიონს „ინტერს“ მასპინძლობს. ეს მატჩი „ბიანკონერისთვის“ ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან პირლოს შეგირდები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. შეხვედრის წინ, ტურინელთა თავკაცმა ანდრეა პირლომ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა პირლომ ?

„უკანასკნელ მატჩში გუნდის თამაში მომეწონა. საჭირო იყო, რომ „მილანთან“ განცდილი მარცხი დაგვევიწყებინა და გადავწყობილიყავით. ალექს სანდრო ძირითად შემადგენლობაში იქნება, რადგან ის კოპა იტალიის ფინალისთვის დისკვალიფიცირებულია. სრული თერთმეტეული ჯერ არ შემირჩევია.

სეზონის დასრულების შემდეგ ყველა ერთად დავსხდებით და დაშვებულ შეცდომებს გავაანალიზებთ, რათა იგივე აღარ განმეორდეს. ფედერიკო კიეზა და დემირალი „ინტერთან“ სათამაშოდ მზად არიან.

მიმდინარე სეზონში „ინტერმა“ ყველაფერი ჩვენზე კარგად გააკეთა. ისინი უფრო დამშეულები და მონდომებულები იყვნენ.

ჩვენ ჩემპიონ გუნდს ვუპირისპირდებით, რაც უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს. შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ, თუმცა „ინტერი“ ადვილად არაფერს დათმობს და გამარჯვებისთვის ყველაფერს ეცდება.“

სატურნირო მდგომარეობა

როგორც უკვე მოგახსენეთ, „ინტერი“ უკვე ჩემპიონია. 75-75 ქულით 2-3 ადგილს „ატალანტა“ და „მილანი“ იკავებენ. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ბერგამოელები მეორე პოზიციაზე არიან. მეოთხე ადგილზე „ნაპოლი“ მოგვევლინა 73 ქულით და „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში არ არის. „ბებერი ქალბატონი“ 72 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები