კროოსი იზოლაციაშია - გერმანელი ბილბაოსთან საეჭვოა
Aa
Aa

კროოსი იზოლაციაშია - გერმანელი ბილბაოსთან საეჭვოა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი იზოლაციაშია. გერმანელ ნახევარმცველს ისეთ ადამიანთან ჰქონდა შეხება, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ტონის ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა განმეორებითი გამოკვლევები აუცილებლად საჭიროა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, კროოსმა შესაძლოა ბასკეთში, „ბილბაოს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშოს, რაც გუნდისთვის საკმაოდ ცუდი ამბავია.

„ბლანკოსს“, ამ მომენტისთვის ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი აკლია. საქმე რამოსს, ვარანს, კარვახალს, ვასკესს და ფერლან მენდის ეხებათ. ხუთივე მათგანს სხვადასხვა ტრავმები აღენიშნებათ.

სატურნირო მდგომარეობა

ლა ლიგაში 2 ტური დარჩა და სიტუაცია კულმინაციას აღწევს. პირველ ადგილზე მადრიდის „ატლეტიკოა“ 80 ქულით. მეორე პოზიციას „რეალი“ იკავებს 78 ქულით, ხოლო მესამეზე 76 ქულით „ბარსელონაა.“

დიეგო სიმეონეს გუნდი ბოლო ორ შეხვედრას ჯერ სახლში „ოსასუნასთან“ გამართავს, ხოლო ბოლო ტურში სტუმრად „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდება.

რაც შეეხება „სამეფო კლუბს“, ზიდანის შეგირდები სტუმრად „ბილბაოს“ შეხვდებიან, ხოლო უკანასკნელ ტურში „ვილიარეალს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები