ხმის მიცემის ბოლო დღე - შერმადინი MVP-ის გამოკითხვას ლიდერობს
Aa
Aa

ხმის მიცემის ბოლო დღე - შერმადინი MVP-ის გამოკითხვას ლიდერობს

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს.

საუკეთესო მოთამაშეს ხმის მიცემა გამოავლენს, რომელშიც დღეს სრულდება.

გამოკითხვაში მონაწილეობას ესპანეთის ჩემპიონატის კალათბურთელები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები ღებულობენ.

გამოკითხვა 27 აპრილს დაიწყო და ქართველ კალათბურთელს 19 383 ხმა აქვს. მეორე საფეხურზე „რეალის“ მოთამაშეა ედი ტავარესი,რომელსაც 12 358 ხმა აქვს. . ხმის მიცემისთვის უნდა შეხვიდეთ ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ,რომ გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ  გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები