შენგელიას 10 ქულა - ცსკა ნოვგოროდთან პლეი-ოფში დამარცხდა
Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა - ცსკა ნოვგოროდთან პლეი-ოფში დამარცხდა

რუსეთის VTB ლიგა პლეი-ოფის სტადიაზეა. თორნიკე შენგელიას ცსკა-მ "ნიჟნი ნოვგოროდს" ესტუმრა და მოულოდნელად 72:76 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 25 წუთი და 59 დაჰყო. ამ პერიოდში თორნიკემ 10 ქულას, 5 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო 19 ქულით ასტაპკოვიჩი იყო. "არმიელებიდან" ყველაზე შედეგიანი უხოვი იყო, რომელმაც 12 ქულა დააგროვა.

ამ შედეგით, "ნოვგოროდმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ცსკა-ს დამაჯერებელი გამარჯვებით 84:59 დასრულდა. გადამწყვეტი მატჩი 16 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება. გამარჯვებული მეოთხედფინალურ სტადიაზე გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები