მორიგი აღიარება - კვარაცხელია TOP 50 GOLDEN BOYS-ის ათეულშია!
Aa
Aa

მორიგი აღიარება - კვარაცხელია TOP 50 GOLDEN BOYS-ის ათეულშია!

ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში უკვე საკმაოდ ცნობილია და არაერთი აღიარება მოიპოვა. დღეს კი კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ქართველი ტალანტი TOP 50 GOLDEN BOYS-ის ათეულში მოხვდა.

გამოცემა Footballcritic საკუთარი ალგორითმის მეშვეობით ადგენს საუკეთესო 50 ახალგაზრდა 21-წლამდე ფეხბურთელს. განახლებულ სიაში კი კვარაცხელია მე-7 ადგილს იკავებს, რაც უდიდესი წარმატებაა.

„ჯვაროსნების“ შემტევი ისეთი ფეხბურთელების გვერდით არის, როგორებიც ერლინგ ჰოლანდი, ფილ ფოდენი, ანსუ ფატი, ალფონსო დევისი და ერიკ გარსია არიან.

ხვიჩამ კი მსოფლიო კლასის ვარსკვლავებს აჯობა. მაგალითად, ვინისიუს ჯუნიორი, კამავინგა, გრინვუდი, როდრიგო და ჰადსონ-ოდოი ათეულში ვერ მოხვდნენ.

შეგახსენებთ, 18 აპრილს ''ურალთან'' მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, რის გამოც ''რუბინს'' სამ მატჩში ვერ დაეხმარა, თუმცა მან ვარჯიში განაახლა და შესაძლოა უახლოეს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, 16 მაისს ''რუბინი'' ''როტორს'' უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ სეზონში სლუცკის გუნდს ევროტურნირზე აუცილებლად ვიხილავთ. 29 ტურის შემდეგ ''რუბინი'' 52 ქულით მეოთხე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები