მანე:
Aa
Aa

მანე: "თუ მკითხავთ რა მჭირს, პასუხის გაცემა გამიჭირდება"

„ლივერპულს“, რომ კარგი სეზონი არ აქვს ეს ახალი არ არის. მერსისაიდელებმა წარმატებას ვერც პრემიერ ლიგაში მიაღწიეს და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე. მეტსაც გეტყვით, კლოპის გუნდი შესაძლოა ოთხეულშიც ვერ შევიდეს და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მიღმა დარჩეს.

„ლივერპულის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი სადიო მანეა, რომელზეც იურგენმა გასულ კვირას თქვა, რომ მენტალურად თავს კარგად ვერ გრძნობს. სენეგალელმა ფეხბურთელმა ბრიტანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის ეს ყველაზე ცუდი სეზონია.

რა თქვა მანემ?

„ეს ჩემი კარიერის ყველაზე ცუდი სეზონია. თუ მკითხავთ რა მჭირს, ჩემთვის პასუხის გაცემა რთული იქნება, რადგან არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს. ექიმებმა ყველაფერი შემიმოწმეს და ჯანმრთელობის მხრივ არაფერი მჭირს. უნდა გვესმოდეს, რომ ცხოვრებაში ხან მაღალ მწვერვალზე ხარ, ხან კი დაბალზე. მუშაობას გავაგრძელებ და ვეცდები მალე გამოვასწორო სიტუაცია.“

მანე „ლივერპულში“

29 წლის შემტევი მერსისაიდულ გრანდს 2016 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში სადიომ „ლივერპულის“ მაისური 214-ჯერ მოირგო და 95 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე ერთად 44 ჩატარებულ შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები