რონალდუს დედა:
Aa
Aa

რონალდუს დედა: "დავარწმუნებ, რომ სპორტინგში დაბრუნდეს"

კრიშტიანუ რონალდუს დედამ დოლორესმა, იტალიურ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის აუცილებლად დაელაპარაკება თავის შვილს და ეცდება, რომ "სპორტინგში" დაბრუნებაზე დაარწმუნოს.

ლისაბონური კლუბი 19-წლიანი პაუზის შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. დოლორეს ავეიროს თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ კრიშტიანუ ყოფილ კლუბში დაბრუნდეს.

ცნობისთვის, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერა სწორედ "სპორტინგში" დაიწყო და ამის შემდეგ გადავიდა "მანჩესტერ იუნაიტედში".

"დაველაპარაკები და აუცილებლად ვეცდები "სპორტინგში" დაბრუნებაში დავარწმუნო. იქ ის ძალიან უყვართ და პატივს სცემენ." - თქვა დოლორესმა

გეტყვით, რომ ტურინის "იუვენტუსი" ამჟამად სერია ა-ში მე-5 ადგილზე იმყოფება და არსებობს იმის შანსი, რომ "ბიანკონერი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდეს. კრიშტიანუს წასვლაზე კი პრესაში სულ უფრო ბევრი იწერება.

რონალდუს მიღწევა იუვეში

სერია A-ს 36-ე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3-1 დაამარცხა. „ბიანკონერის“ მხრიდან თავი რაბიომ, დიბალამ და რონალდუმ გამოიჩინეს და ამ უკანასკნელისთვის ეს შეხვედრა ისტორიული გამოდგა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „იუვეს“ მაისურით მე-100 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ეს ყველაზე სწრაფად გააკეთა. რონალდუმ ყველა ტურნირის ეგიდით 100 ბურთი საწყის 3 სეზონში შეაგდო, როცა რობერტო ბაჯომ და ომარ სივორიმ იგივე საწყის 4 სეზონში გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები