ხვიჩა ჰოლანდს უსწრებს - ქართველი ევროპის მასშტაბით გამორჩეულია
Aa
Aa

ხვიჩა ჰოლანდს უსწრებს - ქართველი ევროპის მასშტაბით გამორჩეულია

ევროპის მასშტაბით 20 წლამდე ფეხბურთელებს შორის საგოლე პასების რაოდენობის მიხედვით ხვიჩა კვარაცხელია მეორე ადგილზეა. Soccer Manager Games-ის გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ''რუბინის'' ქართველი შემტევი მხოლოდ ტრნავას ''სპარტაკის'' ბრაზილიელ შემტევს, საიმონ კაბრალს ჩამორჩება, მან 10 საგოლე პასი შეასრულა.

კვარაცხელია 8 საგოლე პასით მეორე ადგილზეა. ქართველთან ერთად მეორე პოზიციას დომინიკ სობოშლაი, ადამ ჰლოზეკი, კარიმ ადეიმი და მარკო ბულატი იყოფენ.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საგოლე პასების მაჩვენებელში გამომუშავებულ პენალტებსაც გულისხმობენ.

მოცემული ათეულში სკანდინავიელი ვუნდერკინდი ერლინგ ჰოლანდიც ფიგურირებს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 7 საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, 18 აპრილს ''ურალთან'' მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, რის გამოც ''რუბინს'' სამ მატჩში ვერ დაეხმარა, თუმცა მან ვარჯიში განაახლა და შესაძლოა უახლოეს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, 16 მაისს ''რუბინი'' ''როტორს'' უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ სეზონში სლუცკის გუნდს ევროტურნირზე აუცილებლად ვიხილავთ. 29 ტურის შემდეგ ''რუბინი'' 52 ქულით მეოთხე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები