დეპრესია, ტრავმა, ფაველები, ნარკოდამოკიდებულება? - ადრიანოს ინტერვიუ
Aa
Aa

დეპრესია, ტრავმა, ფაველები, ნარკოდამოკიდებულება? - ადრიანოს ინტერვიუ

ადრიანო არის ფეხბურთელი, რომლის კარიერამ ნებისმიერი გუნდის გულშემატკივარს გული დასწყვიტა. მისგან ყელანი გაცილებით მეტს ველოდით, თუმცა „იმპერატორისგან“ უმაღლესი დონის დემონსტრირება მცირე დროით ვიხილეთ..

ადრიანოს რთული ცხოვრება ჰქონდა და მის კარიერაზე უარყოფითი გავლენა ბევრმა გარეშე ფაქტორმა მოახდინა. მის მიმართ კრიტიკა სულ ისმოდა - ფეხბურთელობისას და კარიერის დასრულების შემდეგაც. ბრაზილიელმა ამ ყველაფერზე ისაუბრა და შეეცადა გულახდილი ყოფილიყო.

“ადრიანომ მილიონები დაკარგა, ადრიანო ნარკოტიკებს მოიხმარდა, ადრიანო ფაველებში გაუჩინარდა“. - იცით მაინც, რამდენჯერ წამიკითხავს გაზეთებში მსგავსი სათაურები? ჯანდაბა. და აი მეც, მომღიმარი თქვენს წინაშე“.

განსაკუთრებული ურთიერთობა ინტერის ქომაგებთან

„როგორ შეგიძლიათ თქვათ, რომ ღმერთი არ შემეხო? ჩემს ცხოვრებას არანაირი ლოგიკა არ გააჩნია, ჩემთვისაც კი. ინტერში გადავედი, სადაც ქომაგები იმპერატორს მეძახდნენ. როგორ შეგიძლიათ ამის ახსნა? ღმერთის ხელი - ამას გეტყვით“.

განსაკუთრებული ურთიერთობა ბებიასთან

ადრიანოს განსაკუთრებული ურთიერთობ ჰქონდა ბებიასთან, რომელიც მის საფეხბურთო კარიერას ძალიან მკაცრად უდგებოდა: „ის მოურინიო იყო მოურინიომდე. დაუნდობელი“. - ამბობს ადრიანო.

ადრიანო და მადრიდის რეალი

„რეალის“ კარში გატანილი გოლი ადრიანოს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო და ამ ჯარიმის შემდეგ, „ინტერის“ ქომაგებმა ის განსაკუთრებულად შეიყვარეს.

„ეს არასდროს დამავიწყდება. ჩვენ მადრიდში „რეალის“ წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. ცვლილებაზე შევედი. ჩემს მიერ გატანილი საჯარიმოთი მოვიგეთ. მე უბრალოდ ჩემი მარცხენათი დავარტყი და დანარჩენი ღმერთმა გააკეთა“. - ამბობს ადრიანო.

„ბიჭი ფაველებიდან, როგორიც მე ვარ? ვარ თუ არა იტალიის იმპერატორი? მე არც ისე ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, თუმცა ხალხი ისე მეპყრობოდა როგორც მეფეს“.

მამის გარდაცვალება და მძიმე დღეები

„იმ დღის შემდეგ, ფეხბურთისადმი ჩემი სიყვარული ისეთი აღარ ყოფილა, როგორიც იქამდე იყო. მთლიანად დეპრესიაში ჩავვარდი. ბევრს ვსვამდი და ვარჯიშის სურვილი საერთოდ არ მქონდა.

არა, ამ ყველაფერს „ინტერთან“ არანაირი კავშირი არ ჰქონია. უბრალოდ სახლში მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელი სერია ა-ში ბევრი გოლი გამქონდა და ქომაგებსაც ნამდვილად ვუყვარდი, ჩემში სიხარული გაქრა“.

აქილევსის მყესის ტრავმა

ამ ტრავმას ადრიანოს მამის გარდაცვალებას ადარებენ. ადრიანოსთვის ამჯერად ყველაფერი ფიზიკურადაც დასრულდა.

„ფიზიკურად ჩემთვის ყველაფერი დასრულებული იყო. თქვენ შეგიძლიათ ოპერაცია და შემდეგ რეაბილიტაცია სცადოთ, რათა წინსვლა განაგრძოთ, მაგრამ ისეთად ვეღარასდროს დაბრუნდებით, როგორიც ტრავმამდე იყავით.

ჩემში ის ცეცხლი გაქრა. ჩემში წონასწორობა დაიკარგა. ჯანდაბა, მე ისევ კოჭლობით დავდივარ. ტერფში ჯერ კიდევ ხვრელი მაქვს“.

ფაველები და ნარკოტიკები - ადრიანომ ჭორებს წერტილი დაუსვა

გაზეთები წერდნენ, რომ ადრიანო ფაველებში საცხოვრებლად იმიტომ გადავიდა, რომ მან მთელი თავისი ქონება ნარკოტიკებში დაკარგა. ბრაზილიელი ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ მშობლიურ ადგილას დაბრუნდა.

„ისინი ამბობდნენ, რომ ფაველებში ნარკოდამოკიდებულების გამო დავრბუნდი. ეს ყველაზე გიჟური ვერსია იყო. მათ გამოაქვეყნეს ჩემი ფოტო ფაველებში და წერდნენ, რომ გარს კრიმინალები მეხვივნენ, რომ ჩემი ისტორია ნამდვილი ტრაგედია იყო.

ამ ყველაფერზე მეცინება, რადგან მათ არ იციან რას აკეთებენ, როდესაც ასეთ რამეზე საუბრობენ. ადრიანო ფაველებში არ გაუჩინარებულა, ის მხოლოდ სახლში დაბრუნდა. მე, პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე გაუგებარი ფეხბურთელი ვარ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები