ბითაძის 4 ქულა და
Aa
Aa

ბითაძის 4 ქულა და "ინდიანას" მნიშვნელოვანი გამარჯვება ლიდერთან

გამთენიისას გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი შეხვედრა გამართა და მნშვენელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„ინდიანამ“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი „ფილადელფია 76“ ანგარიშით 103:94 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17:30 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა , 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი ტობიას ჰარისი გახდა,რომელმაც 27 ქულა დააგროვა.

ამ გამარჯვებით „ინდიანა“ სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა და ფაქტიურად პლეი-ოფები გაინაღდა,

მომდევნო შეხვედრაში ბითაძე და კომპანია „მილოუკ ბაქს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები