Aa Aa
12 მაისი 2021  |  11:48

დასკვნითი შეხვედრა - რამოსის წასვლა-დარჩენა უახლოეს დღეებში გადაწყდება

სერხიო რამოსის მადრიდის „რეალიდან“ წასვლა სულ უფრო რეალური ხდება. Marca-ს ინფორმაციით, კლუბსა და მის კაპიტანს შორის ბოლო შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.

რამოსი თანახმაა, რომ ხელფასის 10%-იან ჩამოჭრაზე თანხმობა განაცხადოს, თუკი მას 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, „სამეფო კლუბი“ კი პოზიციას არ იცვლის და მას უკვე რამდენიმე თვეა მხოლოდ 1-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს.

როგორც Marca წერს, ფლორენტინო პერესმა და რამოსმა ამ თემაზე პირადად ორჯერ ისაუბრეს, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია. „ბლანკოსის“ პრეზიდენტი და კაპიტანი კვლავ კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ. გულშემატკივრებსაც სწორედ ამ კარგი დამოკიდებულების ეიმედებათ.

მადრიდულ გრანდში ნაჩოსა და მილიტაოს ბოლოდროინდელი ასპარეზობას მოსწონთ და იმედი აქვთ, რომ მომავალი სეზონიდან ისინი კლუბისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.

თანაც, ბუნდოვანია რაფა ვარანის საკითხიც. ფრანგ მცველს კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით მის გახანგრძლივებაზე საუბარი არ მიდის. Marca-ს ცნობით, შესაძლოა, „ბლანკოსმა“ ვარანი ამ ზაფხულსვე გაყიდოს, რის შემდეგაც მინიმუმ 1 ცენტრალური მცველის დამატებაზე ზრუნვა ყველა ვარიანტში მოუწევს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში