ბარსელონამ გარსიასთან შეთანხმებას მიაღწია - შემდეგი აგუეროა
Aa
Aa

ბარსელონამ გარსიასთან შეთანხმებას მიაღწია - შემდეგი აგუეროა

„მანჩესტერ სიტის“ უკანახაზელი, ერიკ გარსია კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანელმა ფეხბურთელმა „ბლაუგრანასთან“ წინასწარი ხელშეკრულება უკვე გააფორმა და გარიგება ზაფხულში გაოფიციალურდება.

ფაბრიციო რომანოს მიხედვით, გარსია „ბარსას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. 20 წლის მცველი „ბლაუგრანას“ საკუთარ მომავალს 2026 წლამდე დაუკავშირებს და ერთადერთი კლუბი, სადაც ესპანელ ფეხბურთელს გადასვლა სურდა, სწორედ კატალონიური გრანდი იყო.

გარსიას საკითხის მოგვარების შემდეგ, ესპანური პრესა აგუეროს სამომავლო გეგმებზე გადაერთო და მას კვლავინდებურად „ბარსელონას“ უკავშირებს. Mundo Deportivo-ს ცნობით, არგენტინელს თავისი მეგობრისა და თანამემამულის, ლიონელ მესის მხარდამხარ თამაში სურს.

უცხოურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, აგუეროს ძალიან უნდა, კარიერა „კამპ ნოუზე“ გააგრძელოს და მზადაა, მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, რომელთა შორის ხელფასის დაკლებაზე თანხმობაცაა. მიუხედავად ამისა, „ბარსას“ თავკაცს, რონალდ კუმანს აგუეროს საკუთარ გუნდში ხილვის პერსპექტივა არ ხიბლავს. ნიდერლანდელს პოზიცია არ შეუცვლია და უპირატესობას კვლავინდებურად მემფის დეპაის ანიჭებს, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. კუმანი დარწმუნებულია, რომ მისი თანამემამულე „ბარსელონას“ სისტემასთან უკეთ ადაპტირდება და ამასთან, 25 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია, რაც „ბარსას“ მთავარ მწვრთნელს ძალიან მოსწონს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები