მანჩესტერი ლესტერთან დამარცხდა - სიტი პრემიერ ლიგის ჩემპიონია!
Aa
Aa

მანჩესტერი ლესტერთან დამარცხდა - სიტი პრემიერ ლიგის ჩემპიონია!

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის ჩემპიონია! 36-ე ტურში „ქალაქელთა“ მთავარი კონკურენტი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლესტერთან“ 1-2 დამარცხდა და „წითელ ეშმაკებს“ პეპ გუარდიოლას გუნდის დაწევის შანსი აღარ აქვთ.

„სიტი“ ინგლისის ჩემპიონი მე-7-ედ გახდა. „ქალაქელებს“ აქამდე ტიტული 1936-37, 1967-68, 2011-12, 2013-14, 2017-18, 2018-19 წლების სეზონებში ჰქონდათ მოპოვებული. „სიტიმ“ სანუკვარი თასი ბოლო 4 სეზონში მესამედ დაისაკუთრა და ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მოგებული ტიტულების რაოდენობით „ჩელსის“ გაადაასწრო.

„ქალაქელთა“ თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ კარიერაში 31-ე ტიტული მოიგო. „სიტისთან“ ერთად, ესპანელმა სპეციალისტმა მე-10 თასი დაისაკუთრა და მიმდინარე სეზონში ტრებლის შესრულების შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ ამ გათამაშებაში ინგლისის ლიგის თასზე უკვე იმარჯვა და ფინალურ შეხვედრაში „ტოტენჰემს“ 1-0 სძლია. „ქალაქელებს“ კიდევ ერთი ფინალი აქვთ სათამაშო და ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში „ჩელსის“ დაუპირისპირდებიან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები