შენგელიას 10 ქულა - ცსკა-მ პლეიოფი გამარჯვებით გახსნა და ნიჟნი ნოვგოროდი გაანადგურა
Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა - ცსკა-მ პლეიოფი გამარჯვებით გახსნა და ნიჟნი ნოვგოროდი გაანადგურა

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ VTB გაერთიანებული ლიგის პლეიოფში პირველი შეხვედრა გამართა და საკუთარ კედლებში მე-5 ნომრად განთესილი „ნიჟნი ნოვგოროდი“ გაანადგურა. „არმიელებმა“ მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 23-12 მოიგეს, თუმცა მეორე ათწუთეული 12 ქულით წააგეს და დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ცსკა-ს დომინაციით წარიმართა. მოსკოველებმა მესამე მეოთხედი 12 ქულით მოიგეს, გადამწყვეტ პერიოდში კი მეტოქეზე 14 ქულით მეტი ჩააგდეს და საბოლოოდ, 84-59 იმარჯვეს.

თორნიკე შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 20 წუთი და 1 წამი გაატარა. ამ დროში თოკომ 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გააცუდა და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. შენგელიამ 4 პერსონალური ფოლი მიიღო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 6-ს გაუტოლდა.

ცსკა-ს რიგებში ყველაზე მეტი, 14 ქულა ლუნდბერგმა დააგროვა. იოჰანეს ფოიტმანი ორმაგი დუბლით გამოირჩა და აქტივში 13 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა. ნიკიტა ყურბანოვი ასევე 13 ქულას დასჯერდა, ხოლო კლაიბერნმა 11 ქულა გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ ცსკა მომდევნო შეხვედრას 13 მაისს გამართავს და კვლავ „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები