მბაპეს გარემოცვა პსჟ-ს პროექტით ინტერესდება - ლეონარდო მხოლოდ ფულზე საუბრობს
Aa
Aa

მბაპეს გარემოცვა პსჟ-ს პროექტით ინტერესდება - ლეონარდო მხოლოდ ფულზე საუბრობს

„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ფრანგული პრესის მიხედვით, პარიზელთათვის ყველაფერი არც თუ ისე კარგად მიდის.

Get French Football News-ის ინფორმაციით, პსჟ-ს სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს მოლაპარაკებები ისე ვერ მიყავს, როგორც საჭიროა. იგი მხოლოდ ფინანსურ მხარეზეა ორიენტირებული და აქცენტს ფულზე აკეთებს, როცა მბაპესა და მის გარემოცვას აინტერესებთ „პარი სენ-ჟერმენის“ საფეხბურთო პროექტი როგორია, გუნდს რა გეგმები აქვს და რომელი ფეხბურთელების გადაბირებას აპირებს.

მბაპეს საკითხის გარდა, „პარკ დე პრენსზე“ კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა, რომელიც კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას უკავშირდება. იმავე Get French Football News-ის ცნობით, კლუბის მმართველი საბჭოს წევრებს თავიანთი სამიზნეები ჰყავთ შერჩეული, ლეონარდოს თავისი.

მხარეები ერთად არ მუშაობენ და კლუბში ერთიანობა არ შეინიშნება. მაგალითისთვის, ლეონარდო სერჟ ორიეს გადაბირებაზეა ორიენტირებული, მმართველი საბჭოს წევრები სერხიო რამოსის ტრანსფერის გაჩარხვას ცდილობენ. ამასთან, მაურისიო პოჩეტინოს ორიეს ტრანსფერი დიდად არ ხიბლავს.

ცნობისთვის, ბოლოდროინდელი ინფორმაციით, პსჟ-ს მთავარი პრიორიტეტი მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივება გახლავთ, მაგრამ ჯერჯერობით ვითარება არ შეცვლილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები