Bleacher Report-ის პროგნოზი - მამუკელაშვილს დრაფტზე 57-ე ნომრად აირჩევენ
Aa
Aa

Bleacher Report-ის პროგნოზი - მამუკელაშვილს დრაფტზე 57-ე ნომრად აირჩევენ

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Bleacher Report-მა NBA-ის 2021 წლის დრაფტის შესახებ დაწერა და ივარაუდა თუ როგორ განვითარდება მოახლოებული ღონისძიების პირველი და მეორე რაუნდი.

ჩვენთვის წლევანდელი დრაფტი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში წასვლა გადაწყვიტა და სავარაუდოდ, მას მეორე რაუნდში აირჩევენ. Bleacher Report-ის მიხედვით, „მამუ“ 57-ე ნომრად „შარლოთ ჰორნეთსი“ აიყვანს, რომელსაც ეს პიკი ლოს ანჯელეს „კლიპერსისგან“ აქვს.

2021 წლის დასაწყისში ამერიკულ პრესაში მამუკელაშვილს 2021 წლის დრაფტის ტოპ 50 კალათბურთელს შორის მოიაზრებდნენ, თუმცა „მარტის სიგიჟის“ შემდეგ ვითარება შეიცვალა. Bleacher Report-ის მსგავს პროგნოზს აკეთებს კიდევ ერთი ცნობილი გამოცემა, Sports Illustrated, რომლის მიხედვითაც, „მამუ“ 58-ე ნომერი იქნება და მას „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ აიყვანს.

შეგახსენებთ, რომ NCAA-ის გასულ სეზონში მამუკელაშვილი საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას ახორციელებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები