აგენტი:
Aa
Aa

აგენტი: "ბეილს რეალში მომავალი არ აქვს"

გარეთ ბეილის აგენტის აზრით საეჭვოა, რომ უელსელმა შემტევმა მომავალ სეზონში „რეალის“ მაისური ისევ მოირგოს.

ჯონათან ბარნეტი ამბობს, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ბეილს „რეალში“ რაიმე სახის მომავალი აქვს, თუმცა ხუმრობით თქვა: „გარეთს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს. თუ მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა სურთ ეს კარგია.“

რა თქვა ბარნეტმა?

„ბეილი ჯერ კიდევ არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ მას „ტოტენჰემში“ მხოლოდ 4 მატჩი დარჩა. ვნახოთ რა იქნება მომავალში.

სამმაგი დისკუსია მიმდინარეობს. პროცესში ჩვენ, „რეალი“ და „ტოტენჰემი“ ვართ ჩართული. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულებები და აზრები, რომლებსაც მათ უახლოეს მომავალში ვაცნობებთ.

ვფიქრობ მას მადრიდში მომავალი არ აქვს. თუ ამხელა ხელფასის მქონე ფეხბურთელის სკამზე დასმა სურთ ეს კარგია.“

ბეილი "ტოტენჰემში"

2020 წლის ზაფხულიდან დღემდე, უელსელმა შემტევმა „დეზების“ მაისური ჯამში 31-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცნობისთვის, ბეილს „რეალთან“ კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები