პარუნაშვილის ესბიერგმა წააგო - სხირტლაძის ვიბორგი უმაღლეს დივიზიონში აღზევდა
Aa
Aa

პარუნაშვილის ესბიერგმა წააგო - სხირტლაძის ვიბორგი უმაღლეს დივიზიონში აღზევდა

ქართველი ფეხბურთელის, დავით სხირტლაძის „ვიბორგი“ დანიის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდა. დღეს, „ესბიერგი“ საკუთარ კედლებში „ფრედერიციასთან“ დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ვიბორგსა“ და „სილკებორგს“ ვეღარ დაეწევა.

ლაშა პარუნაშვილის გუნდმა 1-2 წააგო და ქართველმა ფეხბურთელმა მცირე სათამაშო დრო მიიღო. ლაშა მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 1-2 იყო და „ესბიერგს“ ქულა ვერ გადაურჩინა. „ფედერიციასთან“ წაგების შემდეგ, ესბიერგს 55 ქულა აქვს, „ვიბორგს“ – 66, ხოლო „სილკებორგს“ – 65.

აღსანიშნავია, რომ Crystalsport-ის ინფორმაციით, დავით სხირტლაძეს „ვიბორგთან" კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა ფეხბურთელი კლუბისგან ახალ შეთავაზებას ელოდება და შესაძლოა, მხარეებმა ახალი კონტრაქტი გააფორმონ.

სხირტლაძისთვის დანია ძალიან კარგად ნაცნობი ქვეყანაა. 2011-15 წლებში იგი „ორჰუსისთვის“ თამაშობდა, თუმცა საუკეთესო პერიოდი „სილკებორგში“ გაატარა, როცა მისი გოლებით გუნდი უმაღლეს ლიგაში აღზევდა, შემდეგ კი დანიის თასის ფინალში გავიდა. სხირტლაძემ ფინალშიც გაუტანა „ბრონდბიუს“, თუმცა საბოლოოდ „პარკენზე“ „სილკებორგი“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები