თუ იუვე სუპერ ლიგას არ დატოვებს, მომდევნო სეზონიდან სერია A-ში ვეღარ ითამაშებს
Aa
Aa

თუ იუვე სუპერ ლიგას არ დატოვებს, მომდევნო სეზონიდან სერია A-ში ვეღარ ითამაშებს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ სერია A-ს მომდევნო სეზონი შესაძლოა, „იუვენტუსის“ გარეშე ჩატარდეს. გრავინას მიხედვით, თუ „ბიანკონერი“ სუპერ ლიგას არ დატოვებს, სერიოზული სანქციები დაეკისრება.

„წესები ყველასთვის გასაგებია. თუ ახალი სეზონის წინ, იუვენტუსი სუპერ ლიგის წევრი იქნება, სერია A-ს გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ბიანკონერის ქომაგთა გამო ვწუხვარ, მაგრამ წესი წესია და ეს ყველა გუნდს ეხება. იმედი მაქვს, რომ ეს დავა მალე მოგვარდება“.

შეგახსენებთ, რომ სუპერ ლიგის დამფუძნებელი 12 კლუბიდან პროექტი ცხრამ დატოვა და გასვლაზე უარი მხოლოდ „რეალმა“, „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ თქვეს. ახლახან უეფამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამ კლუბებს სერიოზული სანქციები ელით.

ESPN-ის მიხედვით, არის შანსი, რომ „რეალს“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე გამოსვლა 2 წლით აეკრძალოთ, რაც უეფას წესდების მიხედვით, მაქსიმალურ სასჯელს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები