''ოქროს წლები დავკარგე'' - ''ქინქი'' არ ახსენოთ, სხვა სამყაროდან იყო''
Aa
Aa

''ოქროს წლები დავკარგე'' - ''ქინქი'' არ ახსენოთ, სხვა სამყაროდან იყო''

გასულ წელს გურამ გოშთელიანი ბულგარული ''პირინის'' მოთამაშე გახდა. ტრანსფერის განხორციელებაში ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ''ნოტინგემ ფორესტის'' ექს-ფეხბურთელი გარი ჩარლზი და ''ბლექბერნის'' ყოფილი კაპიტანი ენდი ტოდი მონაწილეობდნენ. მას შემდეგ ჩარლზი გოშთელიანის მენეჯერია, ენდი ტოდი კი ''პირინის'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა და ზამთარში ინგლისში დაბრუნდა.

24 წლის ქართველმა შემტევმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ ენდი ტოდი მოლაპარაკების დასაწყისში ყოფილ თანაგუნდელს, ზურაბ ხიზანიშვილს ესაუბრა. 2005-07 წლებში ტოდი და ხიზანიშვილი ინგლისის პრემიერ ლიგის ''ბლექბერ როვერსში'' თანაგუნდელები იყვნენ, ხოლო ენდი ტოდის მამა კოლინი 2001-02 წლებში ''დერბი ქაუნთის'' მთავარი მწვრთნელი იყო და გიორგი ქინქლაძესთან მუშაობდა.

ბულგარული ''პირინის'' მთავარი მწვრთნელი უორენ ფინია, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული გუნდის ყოფილი მოთამაშეა და საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი ინგლისურ კლუბებში გაატარა.

გურამ გოშთელიანი ''საბურთალოს'' აღზრდილია და კარიერის დიდი ნაწილი ამ კლუბში გაატარა. მას ტრავმის გამო 20 თვე გაუცდა, შემდეგ მინდორს დაუბრუნდა, 2019 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი იჯარით გორის ''დილაში'' გაატარა, გასულ წელს კი კარიერა ბულგარულ ''პირინს'' დაუკავშირა და გუნდს ელიტაში აღზევებაში დაეხმარა.

მიმდინარე სეზონში გურამ გოშთელიანმა ბულგარეთის რანგით მეორე ლიგაში სასტარტოში 5 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. საერთო ჯამში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები