ლაზარე კუპატაძე:
Aa
Aa

ლაზარე კუპატაძე: "თითქოს სხვა განზომილებაში ვიყავი, დინამოების დერბი ჩვენია!“

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში, ბათუმის ''დინამომ'' შინ თბილისის ''დინამო'' ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლით დაამარცხა. ჩემპიონატს ეს გუნდები 25-25 ქულით ლიდერობენ.

მიმდინარე სეზონში გია გეგუჩაძის გუნდმა საკუთარ კედლებში პირველი მატჩი გამართა, საოცარ ატმოსფეროში ერთგული ქომაგების მხარდაჭერით ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ მეკარე - ლაზარე კუპატაძე, რომელმაც სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროს გაუსვა ხაზი.

როცა ადამიანი გადაწყვეტ, რომ გინდა, საკუთარი თავი ფეხბურთს მიუძღვნა, ნებისმიერი ჩვენგანი იწყებს იმაზე ფიქრს, რა სურს და როგორ გარემოში უნდა, რომ აკეთოს საყვარელი საქმე. ყოველთვის მსურდა, ფეხბურთი ასეთ გარემოში მეთამაშა, თითქოს სხვა განზომილებაში ვიყავი, ბათუმელმა ქომაგმა გულშემატკივრის კულტურა ჩვენს ქვეყანაში განსხვავებულ დონეზე აიყვანა!

დიდი მადლობა სტადიონზე მოსულ ყველა გულშემატკივარს და დიდი მადლობა მათ, ვისაც გულით სურდა, გუშინ სტადიონზე ჩვენ გვერდით ყოფილიყო, თუმცა ეს ვერ მოახერხა. პირველ ადგილზე ვართ და დინამოების დერბი ჩვენია!“

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ბათუმის ''დინამო'' სტუმრად ''სამტრედიას'' დაუპირისპირდება. შეხვედრა 12 მაისს, "ეროსი მანჯგალიაძის სახელობის" სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები