10 მედალი ყაზახეთიდან - ახალგაზრდა მოჭიდავების შესანიშნავი ასპარეზობა
Aa
Aa

10 მედალი ყაზახეთიდან - ახალგაზრდა მოჭიდავების შესანიშნავი ასპარეზობა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში, ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ჟაკსილიკ უშკემპიროვის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 10 მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებულები დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და ბექა მელელაშვილი (87 კგ) გახდნენ.

დიმიტრი ხაჩიძე (55 კგ) და იაგო გობაძე (82 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო გიორგი თოხაძე (55 კგ), ფრიდონ აბულაძე (60 კგ), ლუკა ოჩიგავა (67 კგ), ხვიჩა ანანიძე (72 კგ) და დათა ჩხაიძე (77 კგ) - ბრინჯაოებს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები