სანიოლი მიქაუტაძეზე: ''მოთამაშეებიდან პირველად მას დავუკავშირდი''
Aa
Aa

სანიოლი მიქაუტაძეზე: ''მოთამაშეებიდან პირველად მას დავუკავშირდი''

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა Dhnet-თან გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. ფორვარდმა ბელგიური ''სერენის'' შემადგენლობაში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და მისი დიდი დახმარებით გუნდი ელიტაში აღზევდა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი შედგა. სანიოლმა მიქაუტაძესთან პირველი საუბარი გაიხსენა.

''საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთად დანიშვნის შემდეგ პირველად გიორგი მიქაუტაძეს ვესაუბრე. მას ბელგიაში გოლები გაჰქონდა და ჩემი პროექტი, ჩემი ხედვები და მიზნები გავაცანი, რის შემდეგაც მან მითხრა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე თანახმა იყო.

როცა ბელგიის უმაღლეს ან რანგით მეორე ლიგაში ბევრი გოლის გატანას ახერხებ, ეს მნიშვნელოვანია''.

სანიოლმა ხუმრობით აღნიშნა: ''მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული, მე სენტ-ეტიენში, თუმცა ამ ფაქტორმა ვერ შემაჩერა''.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი შვედეთთან ჩაატარა, თუმცა ამ მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც ესპანეთთან და საბერძნეთთან შეხვედრები გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები