მილანმა იუვენტუსი დაამარცხა -
Aa
Aa

მილანმა იუვენტუსი დაამარცხა - "ბიანკონერი" მე-5 ადგილზე გადავიდა

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „მილანი“ „იუვენტუსს“ ეწვია და 3:0 დაამარცხა. თავი რებიჩმა, ტომორიმ და დიასმა გამოიჩნეს. მეტსაც გეტყვით, ანგარიში 4:0-იც შეიძლებოდა ყოფილიყო, კესიმ თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო.

ამ გამარჯვების შემდეგ „მილანი“ 72 ქულით მესამე ადგილზე აღზევდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შესანიშნავი შანსი დაიტოვა. ტურინელები კი ოთხეულიდან ამოვარდნენ. პირლოს გუნდი ამჟამად 69 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება და 1 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილოსან „ნაპოლის“.

სატურნირო მდგომარეობა

„ინტერი“ უკვე ჩემპიონია. მეორე ადგილზე „ატალანტაა“ 72 ქულით. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „მილანს“, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ბერგამოული კლუბი არის მეორეზე. მეოთხე ადგილს კი „ნაპოლი“ იკავებს 70 ქულით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები