როჯერსი: დროა ბალოტელი დაფიქრდეს
Aa
Aa

როჯერსი: დროა ბალოტელი დაფიქრდეს

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი, გუშინდელ შეხვედრაში მარიო ბალოტელის თამაშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იტალიელმა საკუთარ მომავალზე და თამაშის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს.

„მარიოს უფრო მეტი შეუძლია. „ჰალ სიტისთან“ დაპირისპირებაში მე ის ტრავმის გამო შევცვალე, თუმცა აშკარაა, რომ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად სწორედ მის პოზიციაზე გვიჭირს თამაში. გუნდის თითოეული ფეხბურთელი ვალდებულია, რომ საკუთარი თამაშის გაუმჯობესებისთვის ყოველდღე იმუშაოს. დროა ბალოტელი გუნდში საკუთარ მომავალზე დაფიქრდეს“ - განაცხადა ბრენდან როჯერსმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები