თავზე ეფექტურად გადაუგდო - კიტეიშვილმა ზალცბურგს გაუტანა
Aa
Aa

თავზე ეფექტურად გადაუგდო - კიტეიშვილმა ზალცბურგს გაუტანა

ავსტრიის ტიპიკო ბუნდესლიგის მორიგ ტურში „შტურმმა“ „ზალცბურგს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი 56-ე წუთზე გაიტანა და ამით წონასწორობა აღადგინა.

სამწუხაროდ სტუმრებმა ამის შემდეგ ორი გოლის გატანა მოახერხეს და აქტივში 3 ქულა ჩაიწერეს.

შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ავსტრიული გუნდის მაისური 23-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჯამში კი 25 წლის ქართველმა „შტურმის“ შემადგენლობაში 2018 წლიდან დღემდე 92-ჯერ ითამაშა, 16 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები