ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო მარცხით დაიწყო
Aa
Aa

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო მარცხით დაიწყო

„ნაცუ ბაშოს“ პირველ დღეს ტოჩინოშინმა მარცხი იწვნია. ლევან გორგაძე, რომელმაც წინა ტურნირზე დაფიქისრებული მაკეკოშის მიუხედავად უცვლელად შეინარჩუნა ადგილი ბანძუკეში და ისევ აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა, დღეს მონღოლ მე-6 მაეგაშირა იჩინოჯოს დაპირსპირდა.

ბრძოლა ორივე რიკიშიმ მავაშის აღებით დაიწყო, თუმცა მონღოლმა ქართველს ძალით აჯობა და იორიკირის ილეთით მოიგო. გორგაძე იჩინოჯოს მსგავს სტილში თითქმის ყოველთვის თავადვე უგებდა, თუმცა ფეხის ტრავმის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

რაც შეეხება ლევანის მეორე მეტოქეს, იაპონელი მე-8 მაეგაშირა ცურუგიშო იქნება, რომელსაც ქართველი ფალავანი აქამდე არასდროს შეხვედრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები