მიქაუტაძის დუბლი და სერენი ჟუპილერ ლიგაშია!
Aa
Aa

მიქაუტაძის დუბლი და სერენი ჟუპილერ ლიგაშია!

ბელგიის ჟუპილერ ლიგაში გიორგი მიქაუტაძის „სერენი“ ითამაშებს!! ქართველი ფეხბურთელის გუნდმა პლეი-ოფის მატჩში სტუმრად „ბევერენი“ 5:2 დაამარცხა და ბელგიის მთავარ ჩემპიონატში გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ დუბლის შესრულება „ჯვაროსნების“ ახალწვეულმა შეძლო და ამით გუნდს ძალიან დაეხმარა.

გიორგიმ პირველ ტაიმში პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და ამით წონასწორობა აღადგინა. მეორე გოლი იმ დროს გაიტანა, როდესაც „სერენი“ 3:1-ს იგებდა და მიქაუტაძემ სხვაობა სამამდე გაზარდა. გუნდს კი გადამწყვეტი უპირატესობა მოუპოვა. ასევე გეტყვით, რომ გიორგიმ "სერენის" მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა. 20 წლის შემტევმა საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ცნობისთვის, პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და იმ მატჩშიც გოლი გიორგიმ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 22 გოლი დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები