პიკე:
Aa
Aa

პიკე: "რეალს ოდესმე ზედიზედ 4 მატჩი მოუგია?"

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ეს შედეგი კი ყველაზე მეტად მადრიდის „რეალს“ აწყობდა. მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიელთა ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა პიკემ?

„“რეალი“? ლა ლიგაში ყველაფერი ხდება. ეს უკვე ვნახეთ.. ჩემპიონობის ვარიანტებს ვხედავ. მითხარით, „რეალს“ ოდესმე ზედიზედ 4 შეხვედრა მოუგია? ჩვენ კი.. თუ მოვიგებთ სამივე მატჩს ყველაფერი შესაძლებელია.

როგორც კლუბმა ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ლა ლიგისთვის. იმ დროიდან მოყოლებული, რაც მე ბარსაში ვთამაშობ ყოველთვის ამას ვაკეთებდით. დარჩენილი სამივე შეხვედრა უნდა მოვიგოთ.

ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. ვხედავ რა შედეგებია წელს ლა ლიგაში და იმედი ისევ მაქვს. აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ლეოს და დემბელეს მომენტები უნდა გამოეყენებინათ.“

სატურნირო მდგომარეობა

როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს შედეგი ყველაზე მეტად მადრიდის „რეალს“ აწყობდა. „ბლანკოსი“ ახლა საკუთარ თავზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ „სამეფო კლუბი“ მიმდინარე ტურში „სევილიას“ დაამარცხებს ლა ლიგის ლიდერად მოგვევლინება.

გამარჯვების შემთხვევაში ზიდანის გუნდს 77 ქულა გაუხდება. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „ატლეტიკოსაც“, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის გამო „რეალი“ გადაინაცვლებს პირველ პოზიციაზე. რაც შეეხება „ბარსელონას“, კუმანის გუნდს ახლა 75 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები