ჩხარტიშვილი დამარცხდა - ოლიმპიადაზე მხოლოდ 4 ქართველი იქნება
Aa
Aa

ჩხარტიშვილი დამარცხდა - ოლიმპიადაზე მხოლოდ 4 ქართველი იქნება

8 მაისს, სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დათო ჩხარტიშვილი 60კგ კატეგორიაში ნახევარფინალში მოლდაველ ჩიობანუსთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა და სამწუხაროდ ტოკიოს ოლიმპიადის საგზურის გარეშე დარჩა.

გეტყვით, რომ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ტოკიოში საქართველოს 4 სპორტსმენი წარადგენს. ესენი არიან  გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ)

ასევე გეტყვით, რომ სამწუხაროდ ბაკურ გოგოლმა (77 კგ) დათმო მეოთხედფინალური შეხვედრა ბულგარეთის წარმომადგენელ მნაცაკანიანთან 2-6

რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, ოლიმპიადაზე ჩვენს ქვეყანას 3 მოჭიდავე წარადგენს. ესენი არიან ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები