კავანი იბრაჰიმოვიჩის რეკორდს უმიზნებს!
Aa
Aa

კავანი იბრაჰიმოვიჩის რეკორდს უმიზნებს!

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში "პარი სენ ჟერმენი" "ბორდოს" დაუპირისპირდა და მეტოქე 4:1 გაანადგურა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში პარიზელთა ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ დუბლი მიითვალა, რომლის მეშვეობითაც იგი კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში პორტუგალიელ პედრო პაულეტას გაუთანაბრდა. ამჟამად, ორივე მათგანს 109 გოლი აქვს გატანილი და "პარი სენ ჟერმენის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა ჩამონათვალში, მე-2 ადგილს იყოფენ.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ ჯერმენის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელსაც ფრანგული გრანდის მაისურით 159 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები