ისტორიაში 31-ედ - ბაიერნი ბუნდესლიგის ჩემპიონია!
Aa
Aa

ისტორიაში 31-ედ - ბაიერნი ბუნდესლიგის ჩემპიონია!

ბუნდესლიგის მორიგ ტურში „დორტმუნდმა“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ამ შედეგით კი „რედ ბულის“ გუნდს „ბაიერნის“ დაწევის თეორიული შანსიც კი აღარ აქვს. ასე რომ „რეკორდმაისტერმა“ ბუნდესლიგა ისტორიაში 31-ედ და ზედიზედ მეცხრედ მოიგო.

31 მატჩის შემდეგ, ფლიკის გუნდს 71 ქულა აქვს. – 22 მოგება, 5 ფრე და 4 მარცხი. 86 გატანილი და 40 გაშვებული გოლი. ასეთია „ბაიერნის“ მიმდინარე სეზონის სტატისტიკა.

ცნობისთვის, „ბაიერნს“ აქტივში კიდევ 3 მატჩი აქვს. მომდევნო შეხვედრას კი დღეს 8 მაისს, შინ „გლადბახის“ წინააღმდეგ უკვე ჩემპიონის რანგში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები