Aa
Aa

"ხელფასს ვერ იღებენ, ვარჯიშზე უარი თქვეს" - ტორპედოში პრობლემები გრძელდება

ქუთაისის „ტორპედოში“ , რომ პრობლემებია ეს ახალი არ არის. გუნდში იტალიელი ინვესტორები მუშაობენ, თუმცა როგორ ჩანს დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ვერ ართმევენ.

ქუთაისური გუნდის გულშემატკივრების გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ფეხბურთელები და კლუბში მომუშავე პერსონალი 3 თვეა ხელფასს ვერ იღებენ. პოსტს გთავაზობთ უცვლელად.

“მესამე თვე დაიწყო, რაც ფეხბურთელებს და გუნდში მომუშავე პერსონალს ხელფასები არ აუღიათ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი განაცხადეს.

დღეს 3 საათზე იგეგმება შეხვედრა ქალაქის გუბერნატორთან და შეხვედრის დასრულების შემდეგ დეტალებს აუცილებლად გაგაგებინებთ.

ფაქტი კი ისაა, რომ იტალიელი ინვესტორები სასწრაფოდ უნდა მოშორდნენ გუნდს, ამ ადამიანებს არ უყვართ ფეხბურთი და მათ ხელში “ტორპედო” უბრალოდ განწირულია.

მათ გარდა არიან დაინტერესებული პირები, ვინც იტალიელების წასვლის შემთხვევაში გუნდში მოვლენ. ამ ეტაპზე მარტო იმის თქმა შეგვიძლია, რომ საუბარია ქართველ ინვესტორებზე, რომლებსაც ძალიან სურთ “ტორპედოში” მოსვლა და საკმაოდ ამბიციური გეგმებიც აქვთ“.

მესამე თვე დაიწყო რაც ფეხბურთელებს და გუნდში მომუშავე პერსონალს ხელფასები არ აუღიათ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე...

Posted by We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო on შაბათი, 08 მაისი, 2021

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში“ Crystalbet ეროვნულ ლიგაში „ტორპედოს“ საშინელი შედეგები აქვს. 12 ტურის შემდეგ ქუთაისელებს 12 ქულა აქვთ. 7 ფრე და 5 წაგება. ცნობისთვის, უკანასკნელ ტურში „ტორპედომ“ საბურთალოს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები