დასანანი მარცხი - სანებლიძემ ბრინჯაოს შეხვედრა დათმო
Aa
Aa

დასანანი მარცხი - სანებლიძემ ბრინჯაოს შეხვედრა დათმო

ყაზანში მიმდინარე გრან სლემზე ონისე სანებლიძემ ბრინჯაოს მედალი ვერ მოიპოვა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისი რუსი ნიაზ ბილალოვთან დამარცხდა.

ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთში ასევე ნახევარფინალური შეხვედრა დათმო. სანებლიძემ ნედერლანდელ სიმეონ კატარინასთან წააგო.

ნახევარფინალამდე ონისემ კუვეიტელი აბდულაჰ ტალებს, უზბეკ მუხამადკარიმ ხურამოვსა და სერბი ალექსანდრ კუკოლს აჯობა. 

შეგახსენებთ,რომ საქართველოს დელეგაციამ ყაზანის გრან სლემი სამი მედლით დაასრულა.

ტურნირის გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა,რომელმაც ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტმშვიდობაძე დაამარცხა.

ბრინჯაოს პრიზიორები კი ნუგზარ ტატალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები