მესამე მედალი ყაზანიდან - მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

მესამე მედალი ყაზანიდან - მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ყაზანში მიმდინარე გრან სლემზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგი აქსელ კლეჟერი იპონით დაამარცხა.

ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთში მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო. ნახევარფინალში მაისურაძემ იაპონელ სანშირო მურაოსთან წააგო. 

ნახევარფინალამდე მაისურაძემ კამერუნელ აბდერაჰმანე დიაოს,ევროპის ჩემპიონ შვედ მარკუს ნიამანს,გერმანელ ტიმ შმიდტსა და ებრაელ ლი კოჩმანს აჯობა. 

დღესვე 100 კილოში ბრინჯაოს მედლისთის ონისე სანებლიძე იასპარეზებს. მედლისთის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი რუს ნიაზ ბილალოვს შეხვდება.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე სამი მედალია.გრან სლემის გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა,ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები ნუგზარ ტატალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები